„რიკოთის გზის მშენებლობა არათუ არ შეგვიჩერებია აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები“
30 სექტემბერი 2019
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკის“ კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. მაია ცქიტიშვილმა 2020 წლის ბიუჯეტთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო გზისა და ქვეშეთი-კობის პროექტების შესახებ ისაუბრა.
კითხვა ეხებოდა, მთავრობის მიმართ გამოთქმულ სპეკულაციებს, თითქოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა შეჩერდა და ეს თანხები გადაიტანეს ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე.
„რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროცესი არათუ არ შეგვიჩერებია, არამედ უკვე გვყავს კონტრაქტორები შერჩეული, ორ მონაკვეთზე კონტარქტორები გამოვლენილი გვყავდა შარშან წლის ბოლოს და წელს ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ ყველა ადამინაი ვინც მგზავრობს ამ გზით, თვითონ თვალნათლივ ხედავს მიმდინარე სამუშაოებს, ეს პროექტი ნამდვილად არ არის შეჩერებული და მიმდინარეობს საკმაოდ კარგი ტემპით. რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთები ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება.
ისევე როგორც არმსოავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, როდესაც ვსაუბრობთ ქვეშეთი-კობზე, ეს არ არის სიახლე, ქვეშეთი-კობი არის ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილი, ეს არის მონაკვეთები ლარსიდან წითელ ხიდამდე და აგლეთამდე. შესაბამისად როგორც ჩვენი ქვეყნის ხერხემალი, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ასევე ეს მაგისტრალი უნდა იქნეს განვითარებული და ქვეშეთი-კობი არის მხოლოდ ერთი მონაკევთი ამ პროექტის. უკვე გვყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები და ამ მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება მომდევნო წელს.
ამა თუ იმ მონაკევთის მშენებლობის დაწყება არანაირად არ ნიშნავს მეორე მონაკვეთის შეჩერებას, პირიქით ბევრად უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ ვიდრე წლიდან წლამდე. ქვეშეთი-კობის პროექტის დასრულებას უკვე 2023 წლისთვის ვვარაუდობთ- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.